თეგებით ძიება
21. 02. 2017 News-ები

ინგა გრიგოლია სიკვდილს ძლივს გადაურჩა... - "ახლა მივხვდი რას ნიშნავს..."

ინგა გრიგოლია სოც.ქსელში წერს:

ეხლა მივხვდი, რას ნიშნავს გამოთქმა, სიკვდილს რომ ჩახედავ თვალებში..გამოვედი სამსახურიდან...გადმოვდივარ გადასასვლელზე. ჩემი გზაა, მწვანე ანთია,მოვდივარ და ვფიქრობ გადაცემის ინტერაქტივის გაფორმებაზე... არსაიდან გამოვარდა აწყვეტილი მანქანა, წამებში მივხვდი, რომ ვერ გაჩერდებოდა, კივილი, ტორმუზების ხრჭიალი და სადღაც გადავხტი. მოკლედ გადავრჩი. მას არც კი გაუჩერებია. მერე რა ,რომ ჩემი გზა იყო და არა მისი,ხმამაღლა შემაგინა და გავარდა. ეხლა ვზივარ და ვფიქრობ, ყველაზე დაუცველები , ამ თავხედი ტიპების ხელში ,ფეხით მოსიარულე ადამიანები ვართ. მეგონა ვიცოდი, რა იყო შიში. არ მცოდნია..დღეს აღმოვაჩინე, რაც ყოფილა სინამდვილეში.


სპეციალურად: GOGA.TV-სთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა