ბლეიკ ლაივლი გამოდის სილამაზის არარეალური სტანდარტების წინააღმდეგ
ბლეიკ ლაივლი, რომლის გამოჩენაც სარეკლამო კოსმეტიკური პროდუქციის ჟურნალების გარეკანზე გავლენას ახდენს მოდის ტენდენციებზე, გამოდის ყველა სილამაზის სტანდარტის წინააღმდეგ.
\'\'ჩვენ გვაქვს ნამდვილად არარეალური სილამაზის სტანდარტები. რასაც თქვენ ხედავთ წითელ ხალიჩაზე და ჟურნალების გარეკანზე, მოითხოვს ბევრი პროფესიონალის ძალისხმევას. ადამიანები ვერ ხვდებიან, რომ ყველაფერი მოფიქრებულია. პატარა გოგონებმა არ იციან როგორ გამოიყურებიან ვარსკვლავები დილით ადრე.\'\'
-განაცხადა 29 წლის კინოვარსკვლავმა ინტერვიუში.
მსახიობის თქმით მან სამყაროს სხვა თვალით შეხედა, როდესაც გახდა დედა. შეგახსენებთ, ბლეიკი და რაიან რეინოლდსი ზრდიან ორ ქალიშვილს 2 წლის ჯეიმსს და 4 წლის ინესს.
\'\'მე დავიწყე ფიქრი, თუ ვინ გახდებიან ჩემი ქალიშვილები. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ-მათ აჩვენებენ არარეალურ ცხოვრებას. ისინი მხედავენ როგორც მაკიაჟით და ვარცხნილობით, ისე მათ გარეშე. მინდა, რომ მათ ორივე მხარე დაინახონ იმიტომ, რომ მხოლოდ ერთი არ არსებობს.\'\'
-აქვე დასძინა ლაივლიმ.
სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი