თეგებით ძიება
21. 02. 2017 News-ები

ვინ მოიფიქრა 8 მარტი: საინტერესო ფაქტები

ჩვენ ყველანი ბედნიერები ვართ ამ დღესასწაულით, ქალები, მამაკაცები, მიუხედავად იმისა, რომ საჩუქრების ძებნით დაიღალნენ. ასე რომ ყველას გვაინტერესებს ვინ მოიგონა 8 მარტის დღესასწაული.

ვინ მოიგონა 8 მარტი: ვერსია №1. ამერიკელები
1857 წლის გაზაფხულზე ტექსტილის მუშები ნიუ-იორკიდან გამოვიდნენ ქუჩებში "ცარიელი ქვაბებით\'\'. ამით ისინი ითხოვდნენ მაღალ ხელფასს, სამუშო პირობების გაუმჯობესებას და სხვა უფლებებს ქალებისთვის.
50 წლის შემდეგ თებერვლის ბოლო კვირას 1908 წელს ქალები ნიუ-იორკის ქუჩებში ისევ ითხოვდნენ უფლებას არჩევნებში მონაწილეობისთვის. ერთი წლის შემდეგ ამავე დროს ქალეთა დემონსტრაციები ისევ განმეორდა. ხოლო 1910 წლის 8 მარტი უკვე გახდა დღესასწაული ყველა ამერიკელი ქალისთვის. ასე რომ, 8 მარტის სამშობლო ამერიკაა.

ვინ მოიგონა 8 მარტი: ვერსია №2. მთელი სოციალისტური სამყაროს იდეა
1910 წელს ამერიკის სოციალიტები შეხვდნენ კლარა ცეტკინს და როზა ლუქსემბურგს კოპენჰაგენში მეორე საერთაშორისო კონფერენციაზე. იქ კი ქალბატონთა გუნდმა გადაწყვიტა, რომ მათ სჭირდებათ 8 მარტი-საერთაშორისო დღე ქალების სოლიდარობისთვის.

ვინ მოიგონა 8 მარტი: ვერსია №3. ევროპული ვერსია
მაგრამ ზუსტი თარიღი ქალებმა მაშინ ვერ დაადგინეს. და პირველად ქალთა საერთაშორისო დღეს აღნიშნავდნენ 19 მარტს 1911 წელს ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში.

ვინ მოიგონა 8 მარტი: ვერსია №4. 8 რიცხვის არჩევა
8 მარტი გახდა ნამდვილი 8 მარტი 1914 წელს. კლარამ და როზამ გადაწყვიტეს ამ ციფრის არჩევა იმიტომ, რომ ბევრი ამ ციფრს ქალის სხეულს ადარებს.


ვინ მოიგონა 8 მარტი: ვერსია №5. საბჭოთა ვარიანტი
რამდენადაც მაშინ რუსეთი ევროპისგან განსხვავებით, იულიუსის კალენდარს იყენებდა, ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნებოდა არა 8 მარტს, არამედ 23 თებერვალს. სწორედ ამ დღეს 1917 წელს პეტროგრადის ქუჩებში გავიდნენ ქალები, რომლებიც აპროტესტებდნენ ომს. ეს მასიური გამოსვლები გახდა იმპულსი თებერვლის რევოლუციის.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა