„ხელისუფლებამ იჩქარა, აშკარა არის, რომ გამოუცდელები არიან,“- მეუფე ანტონი
სინოდის ექვსი წევრი და სასულიერო პირების დელეგაცია მეორე დღეა ბრიუსელში გაცნობით შეხვედრებს მართავენ. საპატრიარქოს წარმომადგენელი ნატო-სა და ეროკავშირის სტრუქტურების ფუნქციონირებას ეცნობიან.
მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრების განცხადებით, ისინი ე.წ. ციანიდის საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობენ, გარკვეული შეფასებები მაინც გაკეთდა.
მეუფეები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ მცირე ინფორმაციას ფლობენ ამ საკითხთან დაკავშირებით.
მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ თუკი გამოძიებას კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნია, ისინი აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს.