თეგებით ძიება
22. 02. 2017 News-ები

მსახიობ გურამ ჯაშს თავს დაესხნენ

მსახიობი გურამ ჯაში გუშინ გვიან ღამით დააყაჩაღეს. დამნაშავეებმა მას თავის არეში რამდენჯერმე ძლიერი დარტყმა მიაყენეს, რის შედეგადაც მსახიობს ოპერაცია დასჭირდა.

მას ტრეპანაცია ჩაუტარდა. გურამ ჯაშს საფეთქლის ძვალი აქვს გატეხილი და თავზე დიდი ზომის ჰემატომა აღენიშნებოდა.

მსახიობს დამნაშავეები მშრალ ხიდზე დაესხნენ თავს. წაართვეს ტელეფონი, გასაღები და სავარაუდოდ, ქურთუკის წართმევასაც ცდილობდნენ.

rustavi2.com


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა