თეგებით ძიება
22. 02. 2017 News-ები

დეკანოზ გიორგი მამალაძის თხოვნას საპატრიარქოდან გამოეხმაურნენ

დეკანოზ გიორგი მამალაძის თხოვნას პატრიარქთან ან სინოდის წევრებთან შეხვედრასთან დაკავშირებით საპატრიარქოდან გამოეხმაურნენ. პატრიარქის მდივანი მამა მიქაელ ბოტკოველი რუსთავი 2-თან სატელეფონო საუბრისას აცხადებს, რომ ილია მეორეს ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ მამა გიორგი მამალაძეს შეხვდეს. რაც შეეხებათ სინოდის წევრებს, მამა მიქაელის თმით, სახელმწიფომ მათ სთხოვა, რომ უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეხვდნენ დეკანოზ გიორგი მამალაძეს.

რუსთავი 2-ის ჟურნალისტის კითხვაზე, "რა უსაფრთხოების ზომებზეა საუბარი," მამა მიქაელმა სატელეფონო საუბარი შეწყვიტა.

სეგახსენებთ, რომ დღეს დეკანოზმა გიორგი მამალაძემ გამოძიებისთვის ჩვენების მიცემამდე პატრიარქთან, ან სინოდის წევრებთან შეხვედრა მოითხოვა და სურვილი გამოთქვა ე.წ. ციანიდის საქმის დეტალები ჯერ მათთვის გაეცნო.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა