საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის დებატებზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გაეროს უშიშროების საბჭოს მაღალი დონის დებატებზე სიტყვით გამოვიდა. ღონისძიება უშიშროების საბჭოს ამჟამინდელი პრეზიდენტის, უკრაინის, ინიციატივით გაიმართა.
დებატების მთავარი თემა იყო ევროპაში არსებული კონფლიქტები, მათ შორის რუსეთ-საქართველოს შორის.
მიხეილ ჯანელიძის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მცდელობის მიუხედავად, მოახდინოს რუსეთის ფედერაციასთან ურთიერთობების დეესკალაცია, რუსეთი ისევ განაგრძობს საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ანექსიას.