ალკოჰოლი სისხლძარღვების ნაადრევ სიბერეს იწვევს!
ალკოჰოლური სასმელის ჭარბი რაოდენობით გამოყენება იწვევს არტერიების ნაადრევ "დაბერებას". ეს განსაკუთრებით ქალებს ეხება, გვატყობინებს ამერიკის კარდიოლოგიური ასოციაცია.
კარდიოლოგები წლების განმავლობაში 3869 ადამიანს აკვირდებოდნენ (70% -ზე მეტი - მამაკაცი). მათი ალკოჰოლის მიმართ გამოციდლება დაახლოებით 25 წელს შეადგენდა. მათი უმრავლესობის არტერიები ოთხი ან ხუთ წლით უფრო "დაბერებული" აღმოჩნდა იმ ადამიანებისგან განსხავვებით, რომლებიც არ მოიხმარენ ჭარბი რაოდენობით ალკოჰოლს.
სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი