თეგებით ძიება
22. 02. 2017 News-ები

მეგან ფოქსი ექვსი თვის ჯორნი რივერთან ერთად საყიდლებზე

მეგან ფოქსი არ შედის იმ ცნობილ ადამიანებს შორის, რომლებიც მალავენ თავიანთ შვილებს პრესისგან: მსახიობი სიამოვნებით აქვეყნებს თავის ინსტაგრამის გვერძზე 4 წლის ნოა შენონის, 3 წლის ბოდჰი რენსონისა და ექვსი თვის ჯორნი რივერის ფოტოებს.
რამდენიმე დღის წინ ფოქსი და პატარა ჯორნი ფოტოკამერების ობიექტივში მოხვდნენ მაშინ, როდესაც საყიდლებზე იყვნენ მალიბუში. და როგორც ინტერნეტის-მომხმარებლები აღნიშნავენ ვარსკვლავი მშვენივრად გამოიყურებოდა, მიუხედავად მისი განცხადებისა, რომ მას საკუთარი თავისთვის დრო არასდროს აქვს.

\'\'არასდროს ელოდები, რომ ასე ცოტა გეძინება. ძილს კარგავ, მინიმუმ ათი წლის განმავლობაში. ამის შესახებ გაფრთხილებენ, მაგრამ მაინც არ ხარ ამისთვის მზად...თუ მთელი დღე ბავშვების მოვლით ხართ დაკავებული, ეს, რა თქმა უნდა, დამღლელია. საკუთარი თავისთვის დრო თითქმის არ გრჩება.\'\'
-ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა მეგანმა.

მეგან ფოქსი ექვსი თვის ჯორნი რივერთან ერთად საყიდლებზე

მეგან ფოქსი ექვსი თვის ჯორნი რივერთან ერთად საყიდლებზე

მეგან ფოქსი ექვსი თვის ჯორნი რივერთან ერთად საყიდლებზე


სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა