თეგებით ძიება
22. 02. 2017 News-ები

რატომ ღებავენ კვერცხებს სააღდგომოდ?

არსებობს რამდენიმე ვერსია, თუ რატომ ღებავენ კვერცხს აღდგომაზე:
-ლეგენდის მიხედვით, მრავალი საუკუნის წინ მარია მაგდალენამ რომის იმპერატორს მიუტანა სიახლე იესო ქრისტეს აღდგომის შესახებ. მარიამ თან წაიღო კვერცხი, როგორც სიცოცხლის სიმბოლო. იმპერატორმა არ დაიჯერა, რომ იესო აღდგა და გაბრაზებულმა თქვა, რომ კვერცხი წითელი ფერის უფრო გახდებოდა, ვიდრე ის, რომ მკვდარი აღდგებოდა. მაგრამ მოხდა სასწაული-კვერცხი მართლაც წითელი გახდა. ასე გაჩნდა კვერცხი წითლად შეღებვის ტრადიცია, როგორც სიმბოლო უფლის ჭეშმარიტი რწმენის და იესო ქრისტეს აღდგომის.

-არსებობს ვერსია, რომელიც დაკავშირებულია რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსთან (ქრისტიანების ერთ-ერთ მტერთან). მომავალი იმპერატორის დაბადების დღეს, საქათმეში, რომელიც ეკუთვნოდა მის ოჯახს, ნახეს ქათმის კვერცხი, რომელიც დაფარული იყო წითელი წერტილებით. ეს იყო ნიშანი იმისა, რომ ახალშობილს დიდებული მომავალი ელოდა. მაშინ რომში გაჩნდა ტრადიცია მილოცვის ნიშნად ერთმანეთისთვის ფერადი კვერცხები ეჩუქებინათ. ქრისტიანებმა ამ ტრადიციაში სხვა მნიშვნელობა დაინახეს: წითლად შეღებილი კვერცხი ქრისტეს სისხლს გამოხატავდა.

-არსებობს ვარაუდი იმისა, რომ ჩვეულება კვერცხის შეღებვისა აღდგომაზე დაკავშირებულია გაზაფხულის დღესასწაულთან. კვერცხი მრავალი ხალხისთვის არის სიცოცხლის სიმბოლო. ეგვიპტელებისთვის, სპარსელებისთვის, ბერძნებისა და რომაელებისთვის კვერცხი იყო სიბოლო დაბადებისა და აღორძინებისა.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა