კამათი ე.წ. მოსმენების კანონპროექტის განხილვისას
მოსმენების შესახებ კანონის განხილვა უმრავლესობამ ოპოზიციის ხმაურიანი პროტესტის ფონზე დაიწყო. ევროპული საქართველოს დეპუტატებმა პროტესტის ფორმას მას შემდეგ მიმართეს, რაც პარლამენტის თავმჯდომარემ მათ სიტყვით გამოსვლის საშუალება არ მისცა. პოლიტიკური განცხადებების გაკეთების გამო, ირაკლი კობახიძემ მიკროფონი ყველა დეპუტატს გამოურთო.
ევროპული საქართველოს პროტესტის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარე რამდენიმე წუთის განმავლობაში კანონპროექტის იმ ნორმის მოძებნას ცდილობდა, რომლის მიხედვითაც პოლიტიკურ ოპონენტებს გამოსვლის და განცხადების გაკეთების საშუალება არ მისცა.