თეგებით ძიება
http://www.facebook.com/video/embed?video_id=1395081297223473
23. 02. 2017 News-ები

საპატრიარქოში მოვლენები რეკორდული სისწრაფით ვითარდება

პატრიარქის მდივანმა თანამდებობა დღეს ისე დატოვა, რომ გადაწყვტილების შესახებ ილია მეორესთვის არ უცნობებია. მამა მიქაელ ბოტკოველი გადაწყვტილებას, ნაწილობრივ, პატრიარქის დაცვის უფროსთან, სოსო ოხანაშვილთან დაპირისპირებას უკავშირებს. მიქაელ ბოტკოველი არც იმას უარყოფს, რომ მისი წასვლის ერთერთი მიზეზი ციანიდის საქმე და ეკლესიაში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებია.

პატრიარქის დაცვის უფროსსა და მდივანს შორის კიდევ ერთი დაპირისპირება დღეს მიქაელ ბოტკოველის განცხადების გამო მოხდა. მიქაელ ბოტკოველმა ჟურნალისტების კითხვაზე, რჩება თუ არა თანამდებობაზე ილია მეორის დაცვის უფროსი, განაცხადა, რომ ბერლინიდან დაბრუნების შემდეგ ოხანაშვილი საპატრიარქოში არ ყოფილა, რასაც მალევე პატრიარქის დაცვის უფროსმა უპასუხა და სასულიერო პირი სიცრუეში დაადანაშაულა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა