სექსუალური ქართველი ქალები და მათი ბიზნესი - "ეკრანებიდან ბიზსნესვუმენობამდე..."
მიუხედავად იმისა,რომ უამრავ ქართველ ლამაზმანს "სექსიმბოლოს" სახელი აქვს მინიჭებული და მის შესახებ არაფერს კითხულობენ, მათი ცხოვრება მხოლოდ ფოტოსესიებითა და "სექსიმბოლოს" სტატუსით ნამდვილად არ შემოიფარგლება...
შორენა ბეგაშვილი:
შორენა ბეგაშვილს უამრავი პატარა წამოწყება აქვს,თუმცა შემოსავლის ერთ-ერთი ძირითადი წყარო შეიძლება ითქვამს მისი პატარა ბიზნესია, რომელიც უკვე "პატარა" ნამდვილად აღარ არის.
შორენას მაღაზია აქვს სადაც ძვირადღირებულ ტანსაცმელს ყიდის და თავადვე აპიარებს, ბიზნესი იმდენად წარმატებულია,რომ უკვე მაღაზიის მეორე ფილიალიც კი გაიხსნა...
სალომე ღვინიაშვილი:
დიდიხანია რაც პოდიუმს თავი დაანება, თუმცა მოდელის სტატუსი მას ჯერ კიდევ შემორჩა, ყოფილმა მოდელმა ფოტოსესიები და გლამურული ცხოვრება მიატოვა და საკუთარი კაფე გახსნა საბურთალოზე. სალომეს თქმით, ჯანსაღი და დაბალკალორიული საკვები იყიდება, რომელიც განკუთვნილია მათთვის, ვისაც უნდა სასწრაფოდ ჩადგეს ფორმაში და სასურველი წონა შეინარჩუნოს,თუმცა ეს ერთადერთი ბიზნესი არ არის. სალომე კვლავ აქტიურად ჩაერთო მოდის სამყაროში ამჟამად დიზაინერის იმიჯით და უკვე საკუთარი ტანსამცლის ხაზიც აქვს, რომელიც საკმაოდ წარმატებულად მუშაობს..
ხატია სიჭინავა:
მას შემდეგ, რაც ტელევიზიას თავი დაანება, ხატიასმ ხოლოდ და მხოლოდ დედისა და ცოლის ამპლუაში ამჩნევენ, თუმცა ხატიას რამოდენიმე წლის წინ მეუღლემ საჩუქარი გაუკეთა და სალონი აჩუქა, რომელიც ვაკეში მდებარეობს და საკმაოდ შემოსავლიანი ბიზნესიც აღმოჩნდა.
ქრისტინე იმედაძე:
ლამაზი მომღერალი, რომელსაც უამრავ მამაკაცთან აწერენ რომანს და რომელიც ყოველთვის ყურადრების ცენტრშია, თავს მხოლოდ სიმღერით არ ირჩენს.
მომღერალი და ტელეწამყვანი ქუდებს ქსოვს, მაღაზიაში აბარებს და დამატებით შემოსავალს ამით იღებს
სპეციალურად: GOGA.TV-სთვის