თეგებით ძიება
28. 02. 2017 News-ები

ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

28 თებერვლიდან, ხელოვნების სასახლემ სკოლის ასაკის ბავშვებისთვის ძალიან საინტერესო საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს თანამედროვე სწავლების მეთოდებს და პასუხობს 21-ე საუკუნის ახალ გამოწვევებს.
მთავარი მიზანია, მოსწავლეები დაინტერესდნენ მუზეუმით, ხელოვნებით, ეროვნული კულტურით, გაეცნონ ქართული ტრადიციული თოჯინების საინტერესო ისტორიას და გამოიმუშავონ ფანტაზიისა და გუნდური მუშაობის უნარი.
პროექტი შედგება რიგორც თეორიული, ასევე პრაქტიკული მუშაობის ნაწილებისგან. ბავშვებს საშუალება ეძლევათ დაათვალიერონ XIX საუკუნეში აგებული ულამაზესი სასახლე, რომელიც ისლამური გოთიკის საუკეთესო ნიმუშს წარმოადგენს, გაეცნონ მისი დაარსების ისტორიას, იმოგზაურონ 5 საგამოფენო დარბაზში, სადაც დაცულია საგანძურის ყველაზე გამორჩეული ექსპონატები.
პროექტის დაწყების პირველ დღეს, სასახლემ თბილისის კლასიკური გიმნაზიის მოსწავლეებს უმასპინძლა. ბავშვებმა მოისმინეს ქართული თოჯინის ანუ კუკნას ისტორია, მოინახულეს მუზეუმში დაცული მეფე-დედოფალთა უძველესი თოჯინები და შემდეგ, საკუთარი ხელით და იმპროვიზაციით დაამზადეს ახალი კუკნები.

ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო

ხელოვნების სასახლემ სკოლის მოსწავლეებისთვის ახალი საგანმანათლებლო პროექტი დაიწყო


ავტორი: ქეთი იმერლიშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა