თეგებით ძიება
28. 02. 2017 News-ები

ხმა მივცეთ მერებაშვილს! - ექსტრაკლასას საიტზე ტურის საუკეთესო გოლის გამოკითხვა მიმდინარეობს

პოლონეთის ექსტრაკლასას ოფიციალური საიტი 23-ე ტურში გასული საუკეთესო გოლის გამოსავლენად გულშემატკივართა შორის გამოკითხვას ატარებს.

ნომინანტთა შორის, რომელიც სულ ხუთია, არის პლოცკის "ვისლას" 30 წლის შემტევი გიორგი მერებაშვილის გოლი. მერებაშვილის პლოცკის "ვისლამ" 23-ე ტურში საკუთარ მოედანზე "ზაგლებიე" მიიღო და ანგარიშით 2:1 სძლია. ამ შეხვედრაში ქართველმა შემტევმა ულამაზესი გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემაც მიითვალა.

პოლონურმა საიტმა Pilkanozna.pl-მა მერებაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

- Pilkanozna.pl-მა გიორგი მერებაშვილი ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა

გამოკითხვა ხვალ, 1-ელ მარტს, თბილისის დროით 17:00 საათზე დასრულდება. ფეხბურთელს, რომლის გოლსაც გულშემატკივარი საუკეთესოდ დაასახელებს, სიმბოლური თასი გადაეცემა.

გამოკითხვაში მონაწილეობა ყველას შეუძლია, ამისათვის კი საჭიროა გადახვიდეთ ამ ბმულზე.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა