თეგებით ძიება
28. 02. 2017 News-ები

უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერება

ევროპარლამენტში საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების შესახებ, დოკუმენტს ხელი დღეს მოეწერება. ხელმოწერის ცერემონია თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

რეგულაციაში საბოლოო ცვლილება, რომელიც საქართველოს მოქალაქეებისთვის ევროკავშირის/შენგენის წევრ ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის შემოღებას ითვალისწინებს, ევროკავშირის საბჭომ 27 თებერვალს დაამტკიცა.

განახლებული რეგულაცია კი უკვე რამდენიმე დღეში ოფიციალურ ჟურნალში გამოქვეყნდება, რის შემდეგაც 20 დღის ვადაში საქართველოს მოქალაქეები შენგენის წევრ ქვეყნებში მოკლევადიანი ვიზიტით უვიზოდ გამზავრებას შეძლებენ.
ევროპარლამენტში ხელმოწერის ცერემონიალს საქართველოს პრემიერ-მინისტრი დაესწრება და ცერემონიის დასრულების შემდეგ ის ევროპარლამენტის თავმჯდომარეს ანტონიო ტაიანის შეხვდება.

ბრიუსელში ასევე მიხეილ ჯანელიძე და ვიქტორ დოლიძეც იმყოფებიან.

presa.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა