თეგებით ძიება
28. 02. 2017 News-ები

თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება

"ყაზტრანსგაზ-თბილისის" ცნობით, ტექნიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, დღეს, თბილისის რამდენიმე უბანს გაზმომარაგება შეუწყდება.

11:00 საათიდან გაზმომარაგება შეუწყდება ნუცუბიძის რაიონში, ნუცუბიძის II მიკრორაიონის კორპუსი №1-ში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება 17:00 საათიდან ეტაპობრივად, სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება.

14:00 საათიდან გაზმომარაგება ასევე შეუწყდება ნუცუბიძის რაიონში, ვაჟა-ფშაველას გამზირის I კვარტლის №26ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის II სადარბაზოში მცხოვრები მოსახლეობის ნაწილს. გაზის მიწოდება 17:00 საათიდან აღდგება.

presa.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა