თეგებით ძიება
03. 03. 2017 News-ები

6 მიზეზი რატომ არ ღირს ძილამდე გაჯეტების გამოყენება

1. ირღვევა ძილის ჰორმონის ფუნქციონირება. ძილზე ჩვენს ორგანიზმში პასუხს აგებს ჰორმონი მელატონინი. მაგრამ ეკრანის ნათების გამო ეს ჰორმონი ვერ ახერხებს სწორად და საჭირო რაოდენობით გამომუშავებას. ამას კი იქამდე მივყავართ, რომ ორგანიზმი ვერ იაზრებს რა დროს უნდა დაიძინოს.

2. ძილის დარღვევა. ამის მიზეზი არის პირველის შედეგი. რა თქმა უნდა, თუ მელატონინი არ გამოიყოფა, მაშინ ნორმალური ძილის შესახებ შეგიძლიათ დაივიწყოთ. გაჯეტის გამოყენების დროს თქვენი ორგანიზმი უკვე დაღლილია, მაგრამ დასვენებების უფლებას არ გაძლევთ. თქვენ იძინებთ გვიან, ძილში შფოთავთ, არ გძინავთ ღრმად და ხშირად გეღვიძებათ ღამით.

3. სხეულის დაბერება. არ დაგავიწყდეთ, რომ ძილი ძალიან მნიშვნელოვანია სილამაზისთვის და ახალგაზრდობისთვის. არასაკმარისი ძილი მაშინვე აისახება თქვენს სხეულზე. როდესაც ვერ ასწრებს აღდგენას, ის ბერდება ბევრად სწრაფად.

4. აძლიერებს მადას. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზი მოქმედებს ნივთიერებათა ცვლის შენელებაზე. ამას ემატება მადის მომატება. სპეციალისტები გვაფრთხილებენ: ძილამდე გაჯეტების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის წონაში მატება.

5. სირთულეები ჩასახვასთან დაკავშირებით. ღამით გაჯეტების გამოყენება გავლენას ახდენს ქალის ჩასახვის ფუნქციაზე. მელატონინი მნიშვნელოვანია კვერცხუჯრედის დაცვისთვის. ეს თუ ასე არ მოხდა, მაშინ ნაყოფიერება ქვეითდება.

6. სირთულეები სწავლასთან დაკავშირებით. ბავშვები და სტუდენტები, რომლებიც გვიან საღამოს ასრულებენ საშინაო დავალებას, ხშირად ვერ ახერხებენ კონცენტრირებას, რადგან ამ დროს ორგანიზმი ითხოვს ძილს. თუ საქმე გადაუდებელია, მაშინ რეკომენდირებულია მაქსიმალურად შეამციროთ ეკრანზე სინათლე, იმისთვის, რათა ნაკლები ტრამვა მიაყენოთ ნერვულ სისტემას.

სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა