ვახტანგ რჩეულიშვილი გუკას ცოლზე - "სხვანაირი გოგოა ფულის გამოყენება..."
ერთ-ერთ ინტერვიუში ვახტანგ რჩეული გუკა რჩეულიშვილის ყოფილ ცოლზე საუბრობს:
„დრო შეიცვალა, ტემპი შეიცვალა ამ ცხოვრებაში. ისე იწყობენ ცხოვრებას, როგორც უნდათ. ნუცა ძალიან მძიმე ხასიათის გოგოა და ეტყობა, ვეღარ გაუძლეს. მათი დაშორების მიზეზი ფინანსური პრობლემები არ გამხდარა, მაგრამ ოჯახში რომ არ გაქვს მოგვარებული ფინანსური მხარე, ეს ყველაფრის სათავე ხდება მერე… ნუცას საერთოდ არ აინტერესებს ფული, ჩაცმა. მას აინტერესებს წასვლა, მოსვლა, კინოში, გასართობად. ფული არ აინტერესებს, მაგრამ ფულის გამოყენება – კი. ძალიან არამერკანტილური, სხვანაირი გოგოა. ეს ფინანსურმა პრობლემებმა კი არ შექმნა, მაგრამ გაამწვავა. გუკაში გამოიწვია ნერვიულობა, დაძაბულობა – ეს ხომ ფაქტია. ამიტომაც ვამბობ, ყველა ოჯახს შიგნით თავისი პრობლემები აქვს. მე სულ ვამაყობდი ნუცათი, მისი გარეგნობით, ადამიანობით, მაგრამ ლელა სხვა ტიპია. ბავშვობიდან იდეალური ხასიათი აქვს. ლელა ბევრად უფრო თბილია ურთიერთობაში, გამოხატვაში. ნუცა უფრო ცივია, მაგრამ ამავე დროს, რომ გაგიჭირდება, ნუცაც გვერდში დაგიდგება ყველაფერში და ლელაც. მე ბედნიერი ვარ, რომ ნუცა კატოს დედაა და იმედია, ასევე ბედნიერი ვიქნები, რომ ლელა ჩემი პატარა შვილიშვილის დედაა“.
სპეციალურად: GOGA.TV-სთვის