თეგებით ძიება
15. 03. 2017 News-ები

როგორ შევინარჩუნოთ ხერხემლის ჯანმრთელობა

1. ყურადღება მიაქციეთ თქვენს პოზას. სწორი პოზა, არის არა მხოლოდ ლამაზი, არამედ ძალიან სასარგებლო თქვენი ჯანმრთელობისთვის. თქვენ ამის შესახებ ყოველ დღე უნდა გახსოვდეთ. მაშინაც კი, როდესაც იმყოფებით სახლში, სადაც ვერავინ გხედავათ, სწორად შეინარჩუნეთ ზურგის მდგომარეობა.

2. არ დაგავიწყდეთ ფიზიკური ვარჯიშები. ფიზიკური ვარჯიშები უბრალოდ აუცილებელია ხერხემლის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად. არ დაგავიწყდეთ ყოველდღიურად დილის ვარჯიშები, რომელიც დაეხმარება თქვენს ხერხემალს ტონუსში ყოფნაში.

3. სწორი კვება მავნე საკვების მოხმარებამ შესაძლოა გამოიწვიოს ტოქსინების დაგროვება ხერხემლაში. ეს აუცილებლად გამოიწვევს სხვადასხვა დაავადების განვითარებას. ამიტომაც იკვებეთ სწორად, ჩართეთ თქვენს რაციონში პროდუქტები, რომლებიც დაგეხმარებათ ორგანიზმში დაგროვილი ტოქსინების გაწმენდაში. ჭამეთ ხილი და ბოსტნეული.

4. აკონტროლეთ წონა. თუ ნორმაზე მეტს იწონით, თქვენი ხერხემალი განიცდის ზედმეტ დატვირთვას. ამიტომაც უნდა აკონტროლოთ თქვენი წონა. ამაში კი დაგეხმარებათ ვარჯიშები და სწორი კვება.

5. არ ასწიოთ სიმძიმეები. იმისთვის, რათა თქვენი ხერხემლის ჯანმრთელობა შეინარჩუნოთ, ეცადეთ თავი აარიდოთ ზედემტად მძიმე საგნების აწევას. თუმცა, თუ მოგიწევთ სიმძიმის აწევა, ეს სწორად გააკეთეთ. როდესაც სიმძიმეს სწევთ ხერხემალი სწორად გეჭიროთ იმისთვის, რათა წონა თანაბრად გადანაწილდეს.


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა