თეგებით ძიება
23. 03. 2017 News-ები

ვინ არის თაკო საზინა? – „ყოველთვის ვადევნებ თვალს ახალ ტენდენციებს.."

დაახლოებით ერთი წლის წინ YOUTUB-ზე გამოჩნდა ახალგაზრდა ვლოგერი გოგონა თაკო საზინა, რომელმაც პოპულარობა გამოჩენისთანავე დაიმსახურა, პირველი ვიდეო მხოლოდ ორ წუთიანი იყო, თუმცა იუთუბის არხზე საკმაოდ დიდი ნახვები დააგროვა, პირველ ვიდეოს მეორე ვიდეოც მოჰყვა და ახლა უკვე სამოყვარულო დონეზე გადაღებულმა ვიდეოებმა დიდ წარმატებას მიაღწია. დღეს უკვე ორ წუთიანი ვიდეოები უფრო ვრცელმა ვიდეოგაკვეთილებმა ჩაანაცვლა, რომელშიც თაკო ქალბატონებს ასწავლის ყველაფერს რაც თავის მოვლას უკავშირდება, მოუთმენლად ელოდება საზოგადოება მის ახალ ვიდეოებს და განსაკუთრებული ყურადღებით ითვალისწინებს მის რჩევებს, თუმცა თაკო პირად ცხოვრებაზე ძალიან ცოტას თუ ყვება ამიტომ დღეს შევეცდებით ახალგაზრდა ვიდეობლოგერი უკეთ გაგაცნოთ:

- თაკო გამოჩენისთანავე ხალხის დიდი სიყვარული და ყურადღება დაიმსახურა შენმა ვიდეოებმა როგორ ფიქრობ რა იყო წარმატების მთავარი მიზეზი?
ალბათ ის, რომ იყო სიახლე. საქართველოში მსგავსი ვიდეოებით არ იყვნენ განებივრებული გოგონები და ძალიან მიხარია, რომ ასეთი მოწონება და სიყვარული დავიმსახურე ხალხში.

- საზოგადოების უმეტესობა გიცნობს,როგორც ნიჭიერ ვიდეობლოგერს, გარდა ამისა რითი ხართ დაკავებული?
ჯერ-ჯერობით ჩემი მთავარი საქმიანობა სწორედ ვლოგერობაა, დიდ დროს ვუთმობ ხალხს, ყოველდღიურად უამრავ შეტყობინებას ვიღებ და ვცდილობ უპასუხოდ არავინ დავტოვო, ძალიან მიხარია, რომ ვეხმარები მათ. ამასთან ახალი თემატიკაც დავამატე-ვარჯიში, უკვე ორი ვიდეო გადავიღე ვარჯიშთან დაკავშირებით და ვფიქრობ ესეც სისტემატიურ სახეს მიიღებს.

- ალბათ ყველას აინტერესებს და განსაკუთრებით მამაკცებს, არის თუ არა ვინმე შენს ცხოვრებაში ?
კი, არის

- მომიყევი შენი ერთი ჩვეუბრივი დღე
ჩემი დღე ძალიან ადრე იწყება, დაახლოებით 8 საათზე. რა თქმა უნდა თავის მოწესრიგებით ვიწყებ. დიდ ყურადღებას ვუთმობ სწორ, ჯანსაღ კვებას, თან მიყვარს საჭმელების მომზადება და სამზარეულოშიც ვატარებ გარკვეულ დროს, შემდეგ მივდივარ დარბაზში, ვვარჯიშობ დაახლოებით 2 საათი, საღამოს კი მეგობრებთან ერთად ვატარებ.

- საყვარელი ვიდეობლოგერი, რომელიც შეიძლება ითქვას,რომ შენი მუზაცაა?.
ძალიან ხშირად ვუყურებ უცხოელ ვიდეობლოგერებს, ყოველთვის ვადევნებ თვალს ახალ ტენდენციებს და შემდეგ ვცდილობ ეს სიახლეები ჩემს მაყურებელსაც გავუზიარო. ასე ვერავის გამოვარჩევდი, თუმცა მინდა ვთქვა, რომ თავის დროზე მეც სწორედ ასე ვისწავლე მაკიაჟის კეთება, ჩავრთავდი ვიდეოს, წინ დავიდგამდი სარკეს და ვცდილობდი როგორმე დამემსგავსებინა ჩემი მაკიაჟი მათ შედევრებს, ნელ ნელა დამეხვეწა ხელი და ვისწავლე მაკიაჟის გაკეთება.

- ვინ იქნება (როგორი იქნება სად იქნება) თაკო საზინა 5 ან 10 წლის შემდეგ?
პროფესიით მარკეტერი ვარ და მინდა ჩემს სფეროში წარმატებული ვიყო, 5 წლის შემდეგ ალბათ პროფესიონალი Makeup Artist-ი ვიქნები აი 10 წლის შემდეგ კი აუცილებლად მექნება საკუთარი ბიზნესი კარგი მარკეტინგით


ვინ არის თაკო საზინა? – „ყოველთვის ვადევნებ თვალს ახალ ტენდენციებს.."


ვინ არის თაკო საზინა? – „ყოველთვის ვადევნებ თვალს ახალ ტენდენციებს.."


ვინ არის თაკო საზინა? – „ყოველთვის ვადევნებ თვალს ახალ ტენდენციებს.."


ვინ არის თაკო საზინა? – „ყოველთვის ვადევნებ თვალს ახალ ტენდენციებს.."





სპეციალურად: GOGA.TV-სთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა