თეგებით ძიება
29. 03. 2017 News-ები

არგენტინის რაგბის კავშირი: "ბორჯღალოსნებთან" მატჩი დიდ ყურადღებას მიიქცევს

არგენტინის რაგბის კავშირმა ოფიციალურად დაამტკიცა 24 ივნისის ტესტ-მატჩის ჩატარების ადგილი - "ლოს პუმასი" "ბორჯღალოსნებს" სან სალვადორ დე ხუხუიში უმასპინძლებს.

- "ბორჯღალოსნები" 2017 წლის ზაფხულში არგენტინას ხუხუიში ესტუმრებიან

ქალაქში ჩასულმა რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ანდრეს ჩავანმა განაცხადა:

"ჩვენი იდეა სპორტის ფარგლებს სცდება - გვსურს მსოფლიოს ვაჩვენოთ ხუხუი, რადგან ამ თამაშს პირდაპირ ეთერში ნახავენ. ეჭვიც არ გვეპარება, რომ ეს მატჩი მედიის დიდ ყურადღებას დაიმსახურებს".

მატჩი "ესტადიო დე ხიმნასიაზე" გაიმართება, რომელიც 2011 წელს გარემონტდა, როცა არგენტინა კოპა ამერიკას მასპინძლობდა ფეხბურთში.

რაგბის კავშირის ვიცე-პრეზიდენტმა ქალაქის მერ ხერარდო მორალესს არგენტინის ნაკრების მაისურა გადასცა სამახსოვროდ.

ის, რომ საქართველოს ნაკრებთან ტესტ-მატჩი არგენტინასთან ხუხუიში გაიმართებოდა, შარშან ნოემბერში გადაწყდა. იანვარში ქალაქში არგენტინელთა თავკაცი დანიელ ურკადე იმყოფებოდა. მან სტადიონი და სავარჯიშო მოედანი დაათვალიერა. თუმცა გადაწყვეტილება ოფიციალური მხოლოდ 27 მარტს გახდა.
წყარო: sportall.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა