თეგებით ძიება
https://www.youtube.com/watch?v=_Er29HqbMX8
29. 03. 2017 News-ები

„ავარიის დროს ვიყავი ორსულად...“ – იმედის ჟურნალისტების საგანგებო მიმართვა...

ბოლო ერთი თვის განმავლობაში საქართველოში ავარიით უამრავი ადამიანი დაიღუპა, ავარიის გამომწვევი მიზეზები ძირითადად ყველა შემთხვევაში ერთი და იგივე აღმოჩნდა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრაობა, სწორედ ამიტომ იმედის ჟურნალისტებმა ახალი ვიდეო რგოლი გადაიღეს,რომლითაც საზოგადოებას მიმართავენ.
გახშირებულ ავარიებთან დაკავშირებით ჯერ-ჯერობით ახალი კანონი არ შემოდის, თუმცა მოსახლეობა უკვე ითხოვს, რაიმე გამოსავალს, უკანასკნელი ავარია დაფიქსირდა გუშინ, ავტოსაგზაო შემთხვევა ახალციხის შემოსასვლელში, საბარგო სადგურზე მოხდა. როგორც საბარგო სადგურზე მცხოვრებლები ამბობენ, „სუბარუს“ მარკის ავტომობილი „ოპელსა“ და ტრაილერს დაეჯახა. მომხდარის შედეგად ერთ–ერთი ავტომანქანის, \'ოპელის\' მძღოლი ქალი ადგილზე გარდაიცვალა ხოლო სამი ადამიანი დაშავდა.

სპეციალურად: GOGA.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა