თეგებით ძიება
30. 03. 2017 News-ები

კანის პრობლემების მოგვარება: რჩევები

1.გაწმენდა. პრობლემური კანისთვის სავალდებულო ფაქტორია სწორედ კანის გაწმენდა, დაგროვილი, ჭუჭყის, ჭარბი ცხიმისა და მაკიაჟის ნარჩენებისგან. სახე გაიწმინდეთ დღეში ორჯერ-დილით და საღამოს. უარი თქვით აგრესიულ გამწმენდ პრდუქტებზე, რადგან მათ შეუძლიათ დააზიანონ კანი კიდევ უფრო მეტად და ხელი შეუწყონ ანთების გაჩენას. ასევე რეკომენდირებულია ტანის გაწმენდაც.

2. დატენიანება. დიახ, პრობლემური კანიც საჭიროებს დატენიანებას, მიუხედავად იმისა, რომ ის გამოყოფს საკმარის ცხიმს. რეკომენდირებულია იმ კრემების გამოყენება, რომლის შემადგენლობაშიც შედის რეტინოლი. სწორედ ამ კომპონენტს შეუძლია სწრაფად განკურნონ დაზარალებული არეები. დამატენიანებელი კრემის ყოველდღიური გამოყენება, უკვე ერთ კვირაში ეფექტურ შედეგს გამოიღებს.

3. აღდგენა. აკნესთან ბრძოლის შემდეგ დერმატოლოგები გვირჩევენ აღდგენითი პროცედურების გამოყენებას, რომლებიც სახის კანს დაუბრუნებენ ბუნებრივ ფერს. ამისთვის უნდა გამოიყენოთ არა მხოლოდ მკვებავი ნიღბები, არამედ დაიცვათ წყლის ბალანსი ორგანიზმში.

სპეციალურად: GOGA.TV - ისთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა