თეგებით ძიება
31. 03. 2017 News-ები

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ახალ სტატუსს მიანიჭებენ

ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ ქართველებს ახალ სტატუსს მიანიჭებენ. საუბარია დროებითი მცხოვრებლის დოკუმენტზე, რომელიც გალის რაიონში მცხოვრებ ქართველებს გადაეცემათ.

აფსნი პრესის ინფორმაციით, დოკუმენტი ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე უცხო ქვეყნის მოქალაქის ან მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივი საცხოვრებლის განმსაზღვრელი იქნება.

ამ განმარტებას საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. მინისტრთა კაბინეტის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი აკეთებს. ე.წ. შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ დოკუმენტების გასაცემად უკვე მზად არის.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა