თეგებით ძიება
05. 04. 2017 News-ები

სიმსუქნე მომავალ დედებში ზრდის ეპილეფსიის რისკს ბავშვში

მკვლევარებმა კაროლინსკის უნივერსიტეტიდან აღმოაჩინეს, რომ ქალები ჭარბი წონით, ხშირად აჩენენ ეპილეფსიით დაავადებულ ბავშვებს. უფრო მეტიც რაც მეტს იწონის ქალი, მით უფრო მეტია რისკი დაავადების გაჩენისა. აქედან გამომდინარე, სიმსუქნე ზრდის ალბათობას 82%-მდე იმისა, რომ ბავშვი ეპილეფსიით იქნება დაავადებული.

მეცნიერებმა შეისწავლეს 1,4 მილიონზე მეტი ბავშვის მონაცემი. დაახლოებით 0.5%-ს ჰქონდა ეპილეფსია. მკვლევარებმა შეაფასეს დედების სხეულის მასა. კვლევამ აჩვენა, იმ ბავშვების დედებს, რომელთაც ჰქონდათ ჭარბი წონა, ეპილეფსიის გაჩენის რისკი აღმოჩნდა 11%-ზე მეტი.


სპეციალურად: GOGA.TV - სთვის
ავტორი: თეკლა ლოთიკაშვილი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა