თეგებით ძიება
https://www.youtube.com/watch?v=1lzdlm8jPew
07. 04. 2017 News-ები

სვანეთში გაშიშვლების შემდეგ „ტურისტი“ პირველ კომენტარს აკეთებს...

სვანეთში გაშიშვლებული მამაკაცი და შემდეგ ბოდიშის ვიდეო, რომელიც სვანებმა გადააღებინეს წლის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო, საზოგადოებას მამაკაცი „ტურისტი“ ეგონა, რომელიც სვანებისგან დაჩაგრულად გამოიყვანეს, თუმცა დღის შოუში რუდოლფ ავდალინოვი ყველაფერს ყვება:

“ებრაელი ვარ, საქართველოში დავიბადე და გავიზარდე, მაგრამ ჩემი სახელის და საქციელის გამო, ხალხს გერმანელი ვეგონე. ერთი წელია ავტოსტოპით ვმოგზაურობ და თითქმის მთელი საქართველო მოვიარე. ერთ დღესაც მივხვდი, ცვლილებები მინდოდა ცხოვრებაში, ვეკითხებოდი ჩემს თავს, რატომ არ ვარ ბედნიერი. არც მშიოდა და არც მწყუროდა, მაგრამ ბედნიერი არ ვიყავი. შეგრძნება მქონდა იმის, თითქოს რაღაც მაწუხებდა, აწმყოს შეგრძნება არ მქონდა. ძიებაში ვიყავი, ვმოგზაურობდი და მივხვდი რომ ცხოვრება ბედნიერებაა. პირველად ხევსურეთში წავედი სამოგზაუროდ და უკვე თითქმის ყველა კუთხე მოვიარე“ – ამბობს რუდოლფი


სვანეთში გაშიშვლების შემდეგ „ტურისტი“ პირველ კომენტარს აკეთებს...



სპეციალურად: GOGA.TV-ისთვის


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა