თეგებით ძიება
19. 08. 2019 News-ები

16 წლის ბიჭმა ოჯახის 5 წევრი, მათ შორის 4 წლის და-ძმა, ნაჯახით დახოცა და თავი მოიკლა

18 აგვისტოს, დილით რუსეთში, ულიანოვსკის ოლქის ერთერთ სოფელში, კერძო სახლში 66 წლის მამაკაცის, 69 და 42 წლის ქალებისა და 4-4 წლის მოზარდების ცხედრები აღმოაჩინეს, რომლევიც ნაჯახით იყვნენ დახოცილი. ხოლო მოგვიანებით, სოფლის განაპირას, ფიჭური კავშიგაბმულობის ანძასთან 16 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს.

რუსული მედიის ცნობით, გამოძიების ვერსიით, 16 წლის მოზარდმა დედა, ძმა, და, შემდეგ კი, ბებია და ბაბუა მოკლა.

ამ შემზარავი დანაშაულის ჩადენის შემდეგ კი თავი მოიკლა.

სავარაუდოდ, მკვლელობამდე, დამნაშავემ მეგობარს გეგმა გაუმხილა, რა დროსაც ხმოვანი შეტყობინება გაუგზავნა. მეგობარი გოგონა აცხადებს, ბიჭის განცხადებით, დედა მას ამცირებდა, ხოლო უმცროსი და-ძმა არ უყვარდა, რაც შეეხება ბებია-ბაბუას, რომლებიც მას ძალიან უყვარდა, იმიტომ მოკლა, რომ არ უნდოდა, გული დაწყვეტოდათ ქალიშვილისა და შვილიშვილების გამო.

წყარო: Newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა