თეგებით ძიება
21. 08. 2019 News-ები

„ვინც არ უნდა დადონ, ნოდარ მელაძის ადგილზე, ის იქნება ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი, მედია ცენზორი და რუსთავი 2 ის დამანგრეველი“ - ეკა გაგუამ რ2 დატოვა

მას შემდეგ რაც პაატა სალიამ ტელეკომპანიიდან გაუშვა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი ნოდარ მელაძე, თოქშოუს წამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი, პროდიუსერი გიორგი ლაფერაშვილი, გადაცემა აქცენტების წამყვანი ეკა კვესიტაძე და თოქშოუ არჩევანის წამყვანი გიორგი გაბუნია, რუსთავი 2-ს ჟურნალისტები ტოვებენ. გუშინ 9 საათიან კურიერში საგანგებო განცხადება გააკეთეს დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა, რის შემდეგაც მათ არხი დატოვეს და კურიერის მაუწყებლობა შეწყდა. ტელეკომპანია დატოვა დავით ქაშიაშვილმა, მაიკო ლომიძემ, ასევე გიგლა თუმანიშვილმა და ეკა გაგუამ.
„მე როგორც კურიერის ერთი რიგითი ჟურნალისტი ნოდარ მელაძის სამსახურიდან გათავისუფლებას აღვიქვამ როგორც ჩემს ჟურნალისტურ საქმიანიბაში ჩარევას. როგორც მცდელობას გამაჩუმონ. არ მათქმევინონ სიმართლე. არ მალაპარაკონ ამ მთავრობის და პირადად ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებებზე. ვინც არ უნდა დადონ, ზუსტადაც დადონ ნოდარის ადგილზე ის იქნება ხელისუფლების პოლიტიკის გამტარებელი, მედია ცენზორი და რუსთავი 2 ის დამანგრეველი“ - წერს ეკა გაგუა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა