თეგებით ძიება

კარიერისა და ფინანსების ჰოროსკოპი სექტემბრისთვის: „გავლენიანი ადამიანები სიტყვას შეგაწევენ"

ვერძი
დასვენებიდან დაბრუნებულს გიჭირთ საქმეებში ჩართვა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი უნდა მიატოვოთ. სასურველ შედეგს 11-16 სექტემბრის შუალედში დაელოდეთ. თვის ბოლოს შანსი მოგეცემათ საინტერესო საქმიანობაში ჩაერთოთ. რაც შეეხება ფინანსებს, თვის დასაწყისში მოერიდეთ ფულის ფლანგვასაც და ფულის დაბანდებასაც.

კურო
უნდა გაგაფრთხილოთ და გითხრათ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები სწრაფად არ კეთდება. სასურველია, მეტი ყურადღება მიაქციოთ უკვე დაწყებულ პროექტებს და დამტკიცებული გეგმების განხორციელებას. ფულის ხარჯვაში შეზღუდული არ იქნებით, მაგრამ დიდ მოგებასაც ნუ ელით. შუა სექტემბრში შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ.


ტყუპი
კარიერული წინსვლა გელით. გავლენიანი ადამიანები სიტყვას შეგაწევენ, რომ სასურველს მიაღწით. ნუ მოგერიდებათ ახლობლების შეწუხება. თვის ბოლოს მოსალოდნელია გაუთვალისწინებელი ხარჯი. მაგალითად, ბავშვების ჭირვეულობის ასასრულებლად. სექტემბერი კარგი თვეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებად.

კირჩხიბი
სამსახურში განსაკუთრებული შემთხვევები მოსალოდნელი არაა. სასურველია, გაერკვეთ ძველ საქმეებში და გამოასწოროთ ძველი შეცდომები. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან. სექტემბერი კარგი თვეა ახლის შესასწავლად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად. ფინანსური მდგომარეობა თვის ბოლოსთვის გაგიუმჯობესდებათ.

ლომი
კოლეგებისა და უფროსის დახმარების იმედი გქონდეთ. პერსპექტიული მივლინებაც გელით. მეტად გამოავლინეთ პასუხისმგებლობის გრძნობა, აასრულეთ დანაპირები და შეასრულეთ ვალდებულებები. ნუ ააჩქარებთ მოვლენებს. შუა თვეში გაგიუმჯობესდებათ ფინანსური მდგომარეობა და ვალების გადახდას შეძლებთ. ამავე დროს მნიშვნელოვან ინფორმაციასაც მიიღებთ.

ქალწული
დაკვირვებისა და გამოცდილების წყალობით შეუსრულებელი მიზნები არ დაგრჩებათ. გადახედეთ წარსულ გამოცდილებას, გაითვალისიწინეთ შეცდომები და დაგეგმეთ მომავალი. სექტემბერი რეფორმებისა და გარდასახვების თვეა. ხშირად მოგიწევთ სარისკო გადაწყვეტილებების მიღება. კარგად მოემზადეთ მივლინებისთვის თვის დასაწყისში.

სასწორი
სექტემბერი კონფლიქტებისა და ინტრიგების დღეა. ნუ დაარღვევთ სამსახურებრივ რეჟიმს, არ დააგვიანოთ მნიშვნელოვან შეხვედრებზე. შუა თვეში მეტი ძალისხმევა გმართებთ, რომ ინფორმაციები და პარტნიორების ნათქვამი სწორად აღიქვათ. ფულის ხარჯვა მეტწილად გართობსა და დასვენებაზე მოგიწევთ. თვის ბოლოს შემოსავლის ახალი წყარო გამოგიჩნდებათ.

მორიელი
გეგმებისა და იდეების განხორციელება არასტაბილური პარტნიორების გამო
გაგიჭირდებათ. თუ მოთმინებით აღიჭურვებით, მოიგებთ. ნუ გაწყვიტავთ კავშირს გავლენიან ადამიანებთან. განსაკუთრებით სარფიანი იქნება სექტემბრის მეორე ნახევარი. თვის მესამე დეკადა კარგი პერიოდია ახალი პროექტების დასაწყებად, იურიდიული დოკუმენტების გასაფორმებლად. სექტემბერში ახალ ნაცნობებს გაიჩენთ. მეგობრები ფინანსურად დაგეხმარებიან. ფული რემონტისა და საბინაო საკითხების მოსაგვარებლად დაგჭირდებათ.

მშვილდოსანი
წარმატებას მოგიტანთ ის საქმეები და ხელშეკრულებები, რომლებიც წინა თვეში გააფორმეთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. აჩქარებით შეიძლება საქმეები გააფუჭოთ; იყავით მაქსიმალურად დაკვირებული დეტალებისადმი. გაიუმჯობესებული მატერალური მდგომარეობა საშუალებას მოგცემთ შეიძინოთ ძვირად ღირებული ნივთები.

თხის რქა
სექტემბრის მთავარი საზრუნავი კარიერული წინსვლაა. მაქსიმალურად აქტიური უნდა იყოთ, თუ გსურთ, რომ უფროსმა შეგამჩნიოთ. ყურადღებით იყავით და საქმიანი პარტნიორები არ გააწბილოთ. ფინანსურად ძლიერად იქნებით და კრედიტებიდ დაფარვასაც შეძლებთ. ფული საოჯახო საკითხების მოსაგვარებლად დაგჭირდებათ.

მერწყული
მატერიალური მდგომარეობა სექტემბრის მეორე ნახევარში გაგიუმჯობესდებათ. სასურველია, ფული არ გაფლანგოთ. ამავე პერიოდში სასურველია დაგეგმოთ მივლინება და საქმიანი დოკუმენტების გაფორმება. თვის ბოლოს ჯილდოს მიიღებთ, სამსახურში სტატუსს აიმაღლებთ. ფულის დაბანდება და საყიდლები ოქტომბრისთვის გადადეთ.

თევზები
ეცადეთ, ერთდროულად ყველა საქმეს არ შეეჭიდოთ. ჯერ მნიშვნელოვანები და სარფიანები მოაგვარეთ. ისე იმოქმედეთ, რომ კოლეგებსა და საქმიან პარტნიორებს თქვენი იმედი ჰქონდეთ, მათთვის საიმედო პარტნიორი იყოთ. თვის დასაწყისი ერთგვარი ტრამპლინია. გამოიყენეთ ეს შანსი. სამსახურის საქმეების გამო ოჯახის ინტერესები და პირადი ცხოვრება გვერდზე უნდა ჩააჩოჩოთ.

წყარო: astrologi.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა