თეგებით ძიება
09. 09. 2019 News-ები

დასავლური მედია ნიკა მელიას პარლამენტში გამოსვლაზე და გახარიას გაპრემიერებაზე წერს - „გახარია იქნება ივანიშვილის უკანასკნელი მარიონეტი პრემიერის პოსტზე“

დასავლეური მედია საქართველოში პრემიერ-მინისტრად გიორგი გახარიას დამტკიცება ეხმაურება. გერმანული გამოცემა deutsche welle მას „მოსკოვის კაცს“ უწოდებს, სტატიაში, სადაც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტმა პრემიერმინისტრად ყველაზე წინააღმდეგობრივი ფიგურა დაამტკიცა. გამოცემა წერს, რომ ქვეყნის ოპოზიციის მთავარი სამიზნე მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის, რომლიც მმართველი პარტიის ქართული ოცნების დამფუძნებელი და თავმჯდომარეა.

ოპოზიციის შეფასებებზე საუბრობს გამოცემა France Presse-ი, რომელიც გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერის და ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას სიტყვებს იშველიებს.

„გახარია იქნება ივანიშვილის უკანასკნელი მარიონეტი პრემიერის პოსტზე“ - ამბობს მელია.

„ივანიშვილის ოლიგაქრიული მმართველობა შეუსაბამოა დემოკრატიასთან. ყველა დემოკრატიული და პროდასავლური პარტია გაერთიანდება მათზე გასამარჯვებლად მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებში“.

პრმიერ-მინისტრის პოსტზე გიორგი გახარიას დამტკიცების დღეს, ნიკა მელიას პარლამენტში გამოსვლაზე წერს გამოცემა reuters-ი.

„თქვენ და ივანიშვილი საქართველოს აბრუნებთ რუსულ ორბიტაზე“ - განაცხადა ნიკა მელიამ უმრავლესობის დეპუტატების წინაშე გამოსვლისას.

reuters-ის სტატიაზე დაყრდნობით წერს, ასევე ევრონიუსი, რომელიც ასევე ნიკა მელიას სიტყვების ციტირებას ახდენს.

დასავლური მედიაში აღნიშნულია, რომ პარლამენტის შენობასთან პრემიერის დამტკიცების პარალელურად საპროტესტო აქცია იმართებოდა, სადაც სამოქალაქო აქტივისტების სლოგანი იყო „სირცხვილია“.












წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა