თეგებით ძიება
29. 11. 2019 News-ები

ცხოველთა შვილების სახელები: შევარდენი – ქულა; ირემი – ბიჟინი; ფარშევანგი – ნამლევი

ცხოველების და ფრინველების ნაშიერთა სახელები. ეს სახელები არ არის დიალექტურ ენაზე (შეიძლება კუთხეების მიხედვით სხვა სახელებიც ერქვას). სია მოცემულია ანბანის მიხედვით, ცხოველების შემდეგ იწყება ფრინველების დასახელებები.

ცხოველთა შვილების სახელები
აქლემი – კოზაკი
დათვი – ბელი
ვეფხვი – ბოკვერი
ვირი – ჩოჩორი (წამოზრდილ ვირს მუტრუკი ჰქვია)
ზღარბი – ზღურბლი
თხა – თიკანი
ირემი – ბიჟინი
კამეჩი – ზაქი
კატა – კნუტი
კურდღელი – ბაჭია
ლომი – ბოკვერი
მგელი – ლეკვი
მელა – ლეკვი
სპილო – სპლიყვი
ტურა – ლეკვი
ღორი – გოჭი
შველი – ნუკრი
ციყვი – დღნაჩვი
ცხენი – კვიცი
ცხვარი – ბატკანი
ძაღლი – ლეკვი
ძროხა – ხბო
ჯიქი – ბოკვერი
ჯიხვი – ფოთრი

ფრინველთა შვილების სახელები
არწივი – მართვე
ბატი – ჭუკი
ბეღურა – ბარტყი
ბუ – მართვე
ბულბული – ბარტყი
გვრიტი – ხუნდი
გნოლი – წიწილა
გუგული – ბარტყი
თოლია – მართვე
ინდაური – ჭუკი
იხვი – ჭუჭული
კაკაბი – წიწილი
კაჭკაჭი – ბახალა
კოდალა – ბარტყი
კოკორინა – წიწილა
მერცხალი – ბარტყი
მიმინო – ქულა
მტრედი – ხუნდი
მწყერი – ჩოჩორი
როჭო – ლაპი
ფარშევანგი – ნამლევი
ქათამი – წიწილა
ქორი – ქულა
ყარყატი – ბარტყი
ყვავი – ბახალა
ყორანი – ბახალა
შაშვი – ბარტყი
შევარდენი – ქულა
ჩხიკვი – ბარტყი
ძერა – ქულა
წერო – ბჟიტი
ჭილყვავი – ბახალა
ხოხობი – ლაპი

სხვა არსებათა შვილების სახელები
თევზი – ლიფსიტა
ლოქო – ღლაბუტა
გველი – წიწილი
თაგვი – წრუწუნა
კუ – კუსანა
ფუტკარი – მართვე

წყარო: inadire.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა