თეგებით ძიება
02. 12. 2019 News-ები

ვინ არის ბრალდებული, რომელმაც ბიზნესპარტნიორი მოკლა კასრში დაწვა და რიონში გადააგდო

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2018 წელს მომხდარი გახმაურებული მკვლელობა გახსნეს. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 1 პირი - 1979 წელს დაბადებული, წარსულში გამოძალვისთვის ნასამართლევი ალექსანდრე ტოგონიძე.
ბრალდებული საჩხერის რაიონის სოფელ არგვეთში ცხოვრობს. საქმის მასალების მიხედვით, მან გასულ წელს ბიზნესპარტნიორი 42 წლის ნიკოლოზ ქუმსიაშვილი სანადირო თოფით მოკლა, ცხედარი კასრში მოათავსა და ცეცხლი წაუკიდა.

საზარელი მკვლელობა ვანის მუნიციპალიტეტში მოხდა. დამწვარი მამაკაცის ცხედარი მდინარე რიონის სანაპიროზე აღმოაჩინეს.

ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა