თეგებით ძიება
03. 12. 2019 News-ები

9 მითი კვების შესახებ! არც კი ვიცოდი, ზოგი ორგანული პროდუქტი სასარგებლო რომ არ იყო...

მსოფლიოში უამრავი მითი არსებობს, რის გამოც ჩვენ ბევრ რამეს ვკარგავთ. სინამდვილეში, ის რაღაცები, რომლებსაც ჩვენი ბებიები და დედები მთელი ცხოვრება ზიანის მომტანად თვლიდნენ, სულაც არაა ასე და პირიქით.

დღეს ჩვენ მოგიყვებით სწორი კვების 9 სტერეოტიპის შესახებ.



1. 18:00 საათის შემდეგ ჭამა ზიანის მომტანია.

ეს მითი ძველი დროიდან მოდის, როდესაც ადამიანები ამ დროისთვის იძინებდნენ. ამჟამად კი ამგვარი შიმშილი ცუდად მოქმედებს ადამიანის ორგანიზმზე. სიმართლე ისაა, რომ თქვენ არ უნდა ჭამოთ დაძინებამდე 3 საათის განმავლობაში.

2. ცხიმები ზიანის მომტანია.

ბევრი ადამიანი თვლის, რომ ცხიმები ზიანის მომტანია მთელი ორგანიზმისთვის. სინამდვილეში კი ისინი აუცილებელია მეტაბოლიზმისთვის. ცხიმების გარეშე ორგანიზმს რამდენიმე ვიტამინი აკლდება, რაც იწვევს კანის სწრაფად დაბერებას, თმის ცვენას და ასე შემდეგ.

ეს არ ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ თავისუფლად ჭამოთ ტორტები, კარტოფილი ფრი ან მაიონეზი. ჩვენ ვსაუბრობთ ჯანსაღ ცხიმებზე, რომლებიც გვხვდება კაკალში, ზეითუნის ზეთში, სელის და არაქისის კარაქში, ავოკადოში, წითელ თევზსა და სხვა პროდუქტებში.

3. მსუბუქად საუზმობა ზიანის მომტანია.

მსუბუქი საუზმის გარეშე თქვენი კვება სრულყოფილი არ იქნება. უბრალოდ მიაქციეთ ყურადღება რას მიირთმევთ. საუკეთესოა თუ ხილსა და თხილს მიირთმევთ.

4. თუ პროდუქტი ორგანულია, ესე იგი სასარგებლოა.

თუ საკვების შეფუთვას აწერია, რომ ის ორგანულია, ეს ნიშნავს იმას, რომ ამ პროდუქტში არ არის პესტიციდები და სხვა საჭირო დანამატები. მაგრამ ყველაზე ხშირად ის არ განსხვავდება სხვა არაორგანული ანალოგებისგან. უბრალოდ უფრო ძვირი ღირს.

5. ცოტა ნახშირწყლები.

ჩვეულებრივი ნახშირწყლები რაციონში ბევრი არ შეიტანოთ. ისინი გვხვდება შაქარში, თეთრ პურსა და კარტოფილში.

ვისაც სწორად კვება სურს, რთულ ნახშირწყლებს ვურჩევთ. ისინი გვხვდება: ბოსტნეულში, მარცვლეულში, პარკოსნებსა და მწვანილში.



6. ბოსტნეული და ხილი კარგავს თავის „სიკარგეს“ გაყინვის დროს.



თანამედროვე ტექნოლოგიების წყალობით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავყინოთ პროდუქტები და შევინახოთ ისე, რომ მათი 90 % სასარგებლო იყოს.

7. წვენი ისევე სასარგებლოა, როგორც ის ხილი, რომლისგანაც მას ამზადებენ.

წვენის მომზადებისას იკარგება მრავალი სასარგებლო ნივთიერება. მათი უმეტესობა აღარ შეიცავს ბოჭკოებს. ამიტომ კარგია თუ შეჭამთ უფრო მეტ ხილს, ბოსტნეულს, კენკრას, ვიდრე დალევთ მათგან დამზადებულ წვენს.



8. საჭიროა დაყოფილად ჭამა

ჯერ არავის დაუმტკიცებია იმის შესახებ, რომ დაყოფილად ჭამა აგდებს წონას.

9. საკვები და სისხლის ჯგუფი ერთმანეთთან დაკავშირებული არის.

.


მეცნიერები თვლიან, რომ კვებასა და სისხლის ჯგუფს საერთო არაფერი აქვთ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა