თეგებით ძიება
11. 12. 2019 News-ები

21-ე საუკუნის ბოლოს 400 მილიონ ადამიანს სიკვდილი ემუქრება

მეცნიერების თქმით, 21-ე საუკუნის ბოლოს დედამიწის სანაპიროებთან მცხოვრები 400 მილიონი ადამიანის სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება გრენლანდიის ყინულოვანი კუნძულის დნობის შედეგად. მკვლევართა აღნიშნულ დასკვნას აქვეყნებს SKYNEWS-ი.

გამოკვლევების შედეგად დადგინდა, რომ გრენლანდიის ყინულოვანი საფარი 7-ჯერ უფრო სწრაფად დნება, ვიდრე ეს სამი ათეული წლის წინ ხდებოდა.

1992 წლიდან დღემდე, ყინულის დნობამ გამოიწვია მსოფლიო ზღვის დონის 10.6 მილიმეტრით მომატება- თუ ამ ტემპით გაგრძელდება პროცესები , საკმაოდ ბევრი ქალაქი , რომლებიც სანაპირო ზონაში არიან განლაგებულნი წყლით დაიფარებიან და შეწყვეტენ არსებობას.

მე-20 საუკუნის ბოლოდან 2019 წლის ჩათვლით გრენლანდიის კუნძულს 3.8 ტრილიონი ტონა ყინულის მასა გამოაკლდა დნობის პროცესის შედეგად - თუ 1992 წლიდან ყოველწლიურად 33 მილიარდი ტონა ყინული დნებოდა, დღეს კი მისი რიცხვი 254 მილიარდი ტონაა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა