თეგებით ძიება
25. 12. 2019 News-ები

როგორ კაცებთან განიცდიან ქალები ყველაზე ძლიერ სექსუალურ სიამოვნებას?

თქვენი პასუხი უკვე ვიცით: „მდიდართან", თუმცა, ცდებით...

მოემზადეთ! სულ მალე თქვენი პირადი ცხოვრება კარდინალურად შეიცვლება და ქალები თავპირისმტვრევით გამოგეკიდებიან, რომ თქვენთან მორიგი ორგაზმი განიცადონ (თუმცა, ამის სრულ გარანტიას, სამწუხაროდ, ვერ მოგცემთ).

საქმე ის არის, რომ მეცნიერებმა დაადგინეს, ხასიათის რომელი თვისებაა საჭირო იმისთვის, რომ თქვენმა პარტნიორმა მაქსიმალურად ძლიერი ორგაზმი განიცადოს. და, მიუხედავად იმისა, რომ სამყარო დიდი ხანია ცინიზმმა და მატერიალიზმმა მოიცვა, ქალების სიამოვნება არ ღირს ისევე ძვირი, როგორც „ბინა თბილისის ცენტრში" ან „წითელი ფერარი". ეს გაცილებით იაფი დაგიჯდებათ.

კვლევის დროს, რომელიც ჟურნალ „სოციალური ნევროლოგია და ფსიქოლოგიაში“ გამოქვეყნდა, 103 ქალი გამოიკითხა, რომლებსაც აქტიური სექსუალური ცხოვრება ჰქონდათ.
მკვლევარებმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმეს იმას, რა კრიტერიუმებით ირჩევდნენ ქალები პარტნიორებს და როგორი იყო მათი სექსუალური ცხოვრების წესი და ყოველდღიურობა.

რესპონდენტებმა დაასახელეს კაცის ყველაზე მიმზიდველი თვისება და პირველ ადგილზე აბსოლუტური უმეტესობისთვის იყო... ფული? არა. გარეგნობა? არც ეგ. ერთგულება? კვლავ შეცდით. ეს არის იუმორის გრძნობა.

კიდევ უფრო მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფაქტი, რომ თუკი კაცს ეხერხება, კარგად მოჰყვეს ანეკდოტი, მასთან ნებისმიერი ქალი განიცდის დაუვიწყარ ორგაზმს, თუმცა, გონებამახვილ კაცებსაც არანაკლებ ორგაზმამდე მიჰყავთ ქალები.

მოკლედ, თუკი არავინ იცინის თქვენს ხუმრობებზე ან არ პასუხობენ ქალები თქვენს სატელეფონო ზარებს პირველი შეხვედრის შემდეგ, იცით, რაც უნდა ქნათ - დახვეწეთ იუმორი!



წყარო: funtime.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა