თეგებით ძიება
20. 01. 2020 News-ები

"ოხანაშვილი წერს, რომ რობაქიძე ივანიშვილს აგინებდა"- ადვოკატის თქმით, "ოცნების" ყოფილი მხარდამჭერი ოლიგარქის შეურაცხყოფისთვის პოლიციაში სცემეს

ადვოკატის თქმთ, ვახტანგ რობაქიძეს პოლიციაში სცემეს და პროცესს ანრი ოხანაშვილი ხელმძღვანელობდა
დეპუტატ ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებული ვახტანგ რობაქიძე ამტკიცებს, რომ პოლიციაში მასზე იძალადეს, ბრძანება კი "ზემოდან მოდიოდა".
მისი თქმით, პოლიციელებმა მას სცემეს, აწამეს და არაადამიანურად მოექცნენ, რასაც ბრალდებულის თქმით სამედიცინო ექსპერტიზაც დაადასტურებს.

საქმეზე ბრალდებული ირწმუნება, რომ პროკურორმა პირადად უთხრა, რომ "საქმე ანრი ოხანაშვილმა შეუკერა, შესაბამისად მას პატიმრობა არ ასცდებოდა".

"სიმთვრალე-სიფხიზლის შემოწმებისას განყოფილებაში, მუცლის არეში დამარტყეს. გამომძიებელმა მითხრა - რასაც მავალებენ იმას ვაკეთებო. მეცოდები, ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხარო. მეცოდები, ხო ხვდები, რომ დავალებები ზემოდან მოდისო. ანრი ოხანაშვილმა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაავალა ეს ყველაფერი"- ამბობს რობაქიძე.

რობაქიძის ადვოკატი, როლანდ შონია კი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ცემას "ქართული ოცნების" დეპუტატი ანრი ოხანაშვილი პირადად ხელმძღვანელობდა.

უფლებადამცველი ახალციხის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს. მისი თქმით, 7 000 ლარიანი გირაო უსაფუძვლოა, რადგან ასეთ საქმეებზე მაქსიმალური გირაოს ოდენობა 2 000 ლარს არ აღემატება.

რაც შეეხება საქმის მასალებს, შონია ამბობს, რომ ოხანაშვილი ჩვენებაში ძირითად აქცენტს აკეთებს იმაზე, რომ შეურაცხყოფა მიაყენეს.

"ბიძინა ივანიშვილსაც აგინებდაო, წერს ოხანაშვილი ჩვენებაში. ალბათ მოტივაცია, რომ რაც შეიძლება დამძიმებულიყო და საქმეს არარასებული გარემოებებიც დამატებოდა, არის ეს"- თქვა ადვოკატმა.

შონია აღნიშნავს, რომ სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო, რასაც გააპროტესტებს.

"ბრალდებული დაკავების შემდეგ ნაცემი იქნა პოლიციის განყოფილებაში, სადაც თავად ანრი ოხანაშვილიც იმყოფებოდა და პროცესებს ხელმძღვანელობდა. მე არ მახსენდება ბოლო პერიოდის არცერთი პრაქტიკა მსგავსი კატეგორიის ბრალდებულზე 1000-2000 ლარიან გირაოს სცილდებიოდეს. 7 000 ლარი წარმოუდგენელია. ესეც ისეთივე ნაწილია, შერჩევითი მართლმსაჯულებისა, როგორც მთლიანად პროცესი, რომელიც მხოლოდ იმიტომ წარიმართა ასეთი გართულებით, რომ ანრი ოხანაშვილს მიაყენეს შეურაცხყოფა.

ანრი ოხანაშვილის საქმეზე დაკავებულ ვახტანგ რობაქიძეს ახალციხის რაიონულმა სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით 7 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

ბრალდებულ ვახტანგ რობაქიძისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ, პროკურატურამ მიმართა. მოსამართლემ კი შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა