თეგებით ძიება
22. 01. 2020 News-ები

საქართველოში წვიმა და ზღვაზე შტორმია მოსალოდნელი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 23 იანვრიდან 25 იანვრამდე საქართველოში ნალექია მოსალოდნელი.

ნალექი უმეტესად თოვლის სახით არის ნავარაუდევი. მთაში და მაღალმთაში მოსალოდნელია ძლიერი ნისლი და ქარბუქი. დროგამოშვებით იქროლებს დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

ზღვაზე 4-5-ბალიანი შტორმი შესაძლებელია დაფიქსირდეს.

გარემოს ეროვნული სააგენტოს განცხადებით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მთიან ზონებში ზვავების ფორმირება და მეწყრული პროცესების ჩასახვა - გააქტიურება გამოიწვიოს.


წყარო:pia.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა