თეგებით ძიება
24. 01. 2020 News-ები

გერმანიის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით ისინი მზად არიან კორონავირუსთან საბრძოლველად

იენც შპანი გერმანიის ჯანდაცვის მინისტრია, რომელიც კორონავირუსთან დაკავშირებით Bloomberg-ს გაესაუბრა. „ჩვენ მას სერიოზულად ვიღებთ და ყურადღებით ვართ. ჩვენი ნაციონალური ჯანმრთელობის სისტემა ევროპაში და აშშ-ში, მათ შორის ბევრ დასავლურ ქვეყანაში მზადაა მასთან [კორონავირუსთან] საბრძოლველად. როგორც კი აღმოვაჩენთ ვინმეს ამ ინფექციით, ის იზოლირებულ ადგილას გადავა“. - განაცხადა შპანმა.

„თუ თქვენ გრძნობთ, რომ გაციებული ხართ, ან მაგალითად ჩინეთიდან ევროპაში დაბრუნდით, თქვენ აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს.“ - აცხადებს გერმანიის ჯანდაცვის მინისტრი და აღნიშნავს, რომ ე.წ სარს-ის ვირუსის შემდეგ მათ გამოცდილება აქვთ მიღებული.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ კორონა სარს-ის სახეცვლილი ვირუსია, რომელიც პირველად 2012 წელს გავრცელდა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა