თეგებით ძიება
05. 02. 2020 News-ები

რა განსხვავებაა ტუალეტის წყალსა და "პარფუმს" შორის

პარფიუმერიის ეს ორი სახეობა ერთმანეთისგან განსხვავდება მასში არომატული ნივთიერებებისა და სპირტის შემცველობით, რაც შესაბამისად გათვალისწინებული უნდა იყოს მათი მოხმარების დროს. სუნამო (ფრ.Parfum) ყველაზე კონცენტრირებული და მდგრადია, აგრეთვე პარფიუმერიის ყველაზე ძვირი, საღამოს საათებსა და წელიწადის ცივ დროში რეკომენდებული სახეობაა. სუნამოებს კარგად აქვთ გამოხატული სუნი, ამიტომ მათი გამოყენება დილით, როცა განსაკუთრებით ძლიერად აღიქმება ადამიანის მიერ სუნები და ცხელ ამინდში, რომელიც თავის მხრივ აძლიერებს არომატს, რეკომენდებული არ არის.
არომატული ნივთიერებების შემცველობა მერყეობს 20-30% და საშუალოდ შეადგენს 23%-ს 90%-იან სპირტში. ტუალეტის წყალი (Eau de Toilette) – პარფიუმერიის მსუბუქი სახეობა, რომელშიც არომატული ნივთიერების კონცენტრაცია მერყეობს 8-10% 80-85% სპირტში.
ტუალეტის წყალი გათვლილია დღეში რამდენჯერმე გამოყენებისთვის და შეესაბამება სამუშაო საათებში გამოყენებას, ცხელ კლიმატში გამოყენებას, სპორტისა და დასვენების დროს გამოყენებასაც კი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა