თეგებით ძიება
13. 02. 2020 News-ები

პროპორციული არჩევნები, უგულავას, გვარამიას, წერეთლის საქმეები - ევროპარლამენტის წინადადება შესწორების შეტანაზე "ქართულმა ოცნებამ" უგულებელჰყო

ევროპარლამენტის თანამშრომლობის კომიტეტის სხდომაზე საბოლოო დოკუმენტი, სადაც ევროპარლამენტარები შესწორებების შეტანას ითხოვდნენ, ჩავარდა, რადგან შესწორებებს მხარი არ დაუჭირა "ქართულმა ოცნებამ".

ოპოზიციის წარმომადგენლებმა, რომლებიც ევროპარლამენტის კომიტეტის სხდომაზე იმყოფებოდნენ, გაასაჯაროვეს ის საკითხები, რომელთა შეტანასაც ევროპარლამენტი დოკუმენტში ითხოვდა. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ამბობს, რომ ევროპარლამენტარები ითხოვდნენ, დოკუმენტის იმ ნაწილში, სადაც პრობლემებზეა საუბარი, ჩამატებულიყო გიგი უგულავას დაკავება პოლიტიკური ნიშნით, ასევე მედიის დევნა და შევიწროვება, რაც "ქართული ოცნების\' წარმომადგენლებმა ჩააგდეს.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა