თეგებით ძიება
19. 02. 2020 News-ები

\'\'ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სახელმწფოს ფრაგმენტული ძალისხმევა საკმარისი არაა\'\'.- სახალხო დამცველი

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისთვის სახელმწფოს ფრაგმენტული ძალისხმევა საკმარისი არაა. ომბუდსმენის თქმით, 2020 წლის დასაწყისიდან ოჯახში ძალადობის პირობებში უკვე სამი ქალი მოკლეს, ხოლო სამი ქალის მკვლელობის მცდელობას ჰქონდა ადგილი.
"მეტია გასაკეთებელი განათლების, საზოგადოებაში მყარად გამჯდარი სტერეოტიპების შეცვლის, მსხვერპლთა მხარდაჭერისა და ეკონომიკური გაძლიერების, ფემიციდის ფაქტების გენდერულად მგრძნობიარე მიდგომებით გაშუქების მიმართულებით!" — წერს ლომჯარია სოციალურ ქსელში.

შეგახსნებთ, რომ 18 თებერვალს სამტრედიაში ქმარმა ცოლი მოკლა. კაცმა მას ყელი იმ დროს გამოჭრა, როცა ქალს სამოქალაქო რეესტრში განქორწინება უნდა გაეფორმებინა. ბრალდებული უკვე დაკავებულია.

16 თებერვალს კი ყოფილმა ქმარმა კიდევ ერთი ცოლი მოკლა. კაცმა ქალი დანით არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით მოკლა.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა