\'\'ვინ ყიდულობს დოლარს, ვინ ახდენს დოლარით სპეკულირებას და ვინ შოულობს ამ გასაჭირში ფულს\'\'- დავით ჭიჭინაძე
პოლიტიკური მოძრაობა \'\'ტრიბუნას\'\' ლიდერი, დავით ჭიჭინაძე მიმართავს პრემიერ მინისტრს, ეკონომიკურ გუნდს და სებ-ს.
მისივე თქმით პირველ რიგში ქვეყნის ეკონომიკის მდგომარებოითა და ლარის კურსის მკვეთრი ვარდნით ხელუსუფლება უნდა დაინტერესდეს, რადგან სხვა შემთხვევაში ჩვენს მოქალაქეებს უკიდურესი სიღატაკისთვის გავწირავთ.
\'\'ფაქტია „ვიღაც“ ყიდულობს დოლარს, ახდენს დოლარით სპეკულირებას და ამ გასაჭირში ფულს შოულობს ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნის სხვა ახსნა ნამდვილად არ აქვს!\'\' - აცხადებს ჭიჭინაძე.
„ფაქტია ქვეყანაში ტურისტული მოძრაობა შეჩერებულია, ვაჭრობა პრაქტიკულად ყველა მიმართულებით გაჩერებულია, გადარიცხვები, ფულის გადინება ქვეყნიდან თითქმის არ ხდება. დოლარზე მოთხოვნაც იმდენად შემცირებული იყო, რომ ლარმა გამყარებაც კი დაიწო.
მაგრამ ბოლო პერიოდში, რეალობა ისე შეიცვალა და ლარმა კურსმა ყველა ისტორიული ნიშნული გადალახა. და ეს ეს პროცესი ბანკების მხრიდან საკრედიტო მომსახურების გადავადების ფონზეც კი არ ჩერდება!
ჩნდება ლეგიტიმური კითხვა:
ვინ ყიდულობს დოლარს, ვინ ახდენს დოლარით სპეკულირებას და ვინ შოულობს ამ გასაჭირში ფულს?!
ამიტომ, მივმართავ პრემიერს, ეკონომიკურ გუნდს და სებ-ის ხელმძღვანელს, დაინტერესდნენ ამ საკითხით და გამოიძიონ რატომ ხდება, ლარის კურსის ასეთი კატასტროფული ვარდნა.
იმიტომ რომ, კურსის ზრდა, კორონა ვირუსზე არანაკლებ პანიკას იწვევს და ყველა ღონისძიება იქნება წყალში გადაყრილი, თუ ამ ფაქტს არ გამოვიძიებთ!
ან ვაჭრობა უნდა შეაჩერონ, იმიტომ რომ, ეს არის მსოფლიო პრაქტიკა, როდესაც ესეთი ვარდნები ხდება, ვაჭრობა, საფონდო ბირჟები ჩერდება.
ხოლო ეს შეუქცევადიპროცესი რომ დაიწყო, ამის ნათელი მაგალითი აშშ საფონდო ბირჟების სერიოზული ვარდნებიცაა.
მოკლედ, საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან რეგულაცია და სახელმწიფოს აქტიური ჩარევა.
მთავრობა ასევე ორიენტირებული უნდა იყოს, რომ შექმნას ქვეყანაში რეზერვები, სასურსათო იქნება ეს, თუ საწვავის, რადგან თუნდაც საგაზაფხულო სამუშაოები სახელმწიფომ დააფინანსოს და ასევე ის პროგრამები, რომელიც დღეს პრაქტიკულად შეჩერებულია.
სხვა შემთხვევაში, ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს, პირველ რიგში კი ყველაზე დაუცველ ფენას, უბრალოდ უკიდურესი სიღატატაკისთვის გავწირავთ.“- განაცხადა დავით ჭიჭინაძემ.
წყარო:newposts.ge