თეგებით ძიება
13. 03. 2020 News-ები

"ხმის მიცემის წინ ხელები დაიბანეთ, ერთმანეთს 1 მეტრზე ახლო არ მიუახლოვდეთ" - ჰიგიენის წესები საფრანგეთის ადგილობრივი არჩევნებისთვის

საფრანგეთში შაბათ-კვირას 35 ათასი მუნიციპალური საბჭოს არჩევნები ტარდება. კორონავირუსის საფრთხის გამო, ხელისუფლებამ არჩევნების დღეს მოსახლეობის დაცვის მიზნით პირადი ჰიგიენის განსაკუთრებული წესები შემოიღო.
ქუჩებში, ისევე როგორც საარჩევნო უბნების შესასვლელებში სპეციალური სტენდებია დამონტაჟებული, სადაც საარჩევნო უბანზე ქცევის წესებია გაწერილი.

"როდესაც უბანზე მიხვალთ, დაინახავთ სპეციალურ მაჩვენებელს, თუ როგორ უნდა მიხვიდეთ ხელსაბანთან, სადაც დაიბანთ ხელებს ხმის მიცემამდე. იატაკზე ასევე სპევიალური ნიშნულია, რათა ამომრჩევლები ერთმანეთს ერთ მეტრზე ახლოს არ მიუახლოვდნენ", - ნათქვამია მოწოდებებში.
ამას გარდა უბნებზე სპეციალური მადენზიფიცირებელი გელი იქნება, რათა ამორჩევლებმა დამატებით დაიცვან თავი. ხელისუფლება საარჩევნო პროცესის მიმდინარეობის დროს აპირებს ხშირად გამოცვალოს საარჩევნო კაბინის ფარდები და პასტები, რომლითაც ამომრჩეველი ბიულეტენში თავის ნებას დააფიქსირებს.

როგორც კვლევები აჩვენებს, მიუხედავად კორონავირუსის საფრთხისა, არჩევნებზე მისვლის მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდება.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა