თეგებით ძიება
17. 03. 2020 News-ები

\'\'მოსალოდნელი იყო, რომ ე.წ. კლანის ჩვეულებრივი წევრი იქნა წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ\'\' - ბოკერია ქადაგიძეზე

\'\'ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგა ბოკერია გამოეხმაურა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე წარდგნილ ნინო ქადაგიძის კანდიდატურას. მისივე თქმით უზენაესი სასამართლოს თავჯდომარედ ე.წ კლანის წევრი წარადგინეს. ის ასევე აღნიშნავს, რომ ეს გადაწყვეტება არავისთვის ყოფილა მოულოდნელი.

\'\'სამწუხაროა, მაგრამ ამავე დროს მოსალოდნელი იყო, რომ ე.წ. კლანის ჩვეულებრივი წევრი იქნა წარდგენილი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ. ამის შესახებ ჩვენ და საზოგადოებას ინფორმაცია ისედაც გვქონდა. ხოლო მოსმენებზე, რომელიც პარლამენტში შედგა, მან ეს პრაქტიკულად დაადასტურა კითხვა-პასუხისას, როდესაც კიდევ ერთხელ გამოთქვა მზაობა, რომ პოლიტიკურ პროცესში ხელისუფლების მხარადასაჭერად და ოპონენტების სალანძღავად მისამართლეების ჩართვას მხარს უჭერს\'\'- აღნიშნა ბოკერიამ.

შეგახენებთ, რომ დღეს საქართველოს პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატ ნინო ქადაგიძეს უსმენენ.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა