გერმანიაში, ესპანეთში, საბერძნეთსა და იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულთა შორის საქართველოს მოქალაქეებიც არიან
ევროპის რამდენიმე ქვეყანაში: გერმანიაში, ესპანეთში, საბერძნეთსა და იტალიაში კორონავირუსით დაინფიცირებულინი არიან საქართველოს მოქალაქები, ამის შესახებ განაცხადა საქართვლოს საგარეო საქამეთა მინსტრმა, დავით ზალკანინმა.
მისივე განცხადებით, აღნიშნულ ინფრომაციას საქართველოს საკონსულოები აღრიცხავენ. მინისტრმა ასევე განმარტა რომ ემიგრანტ მოაქალაქეების თვითიზოლაციას გააკონტროლებენ საქართველოს საელჩოები.
\'\' გვაქვს რამდენიმე შემთხვევა საბერძნეთში, არის იტალიაში, ესპანეთსა და გერმანიაში. ყველა ეს შემთხვევა არის მკაცრად აღრიცხული. ჩვენ ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრთან ვართ კომუნიკაციაში. ყველა ეს ადამიანი, რომელიც ჩვენ აღრიცხული გვყავს, არის თვითიზოლირებული, რადგანაც ევროპის ბევრ ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, არის თუ არა პიროვნება დაინფიცირებული და აქვს თუ არა სიმპტომები, საავადმყოფოები მათ სახლის პირობებში უწევენ რეკომენდაციას. ამიტომ ყველა მათგანს ჩვენ დავაკავშირებთ დაავადების კონტროლის ცენტრთან, რომ უკვე თბილისიდან მიიღონ მათ ჩვენი სპეციალისტებისგან შესაბამისი რეკომენდაცია კონკრეტული შემთხვევებიდან გამომდინარე,“ - აღნიშნა საგარეო საქმეთა მინისტრმა.
წყარო:newposts.ge