თეგებით ძიება
26. 03. 2020 News-ები

"გვინდოდა დამცავი პაკეტები მიგვეწოდებინა ჩვენი მოქალაქეებისათვის, ზუგდიდში კი იმდენი ხალხი მოვიდა, შეუძლებელი აღმოჩნდა, პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში" - ნიკა მელია

"ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერი სოციალურ ქსელში ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება. მისი თქმით, ნაციონალური მოძრაობის წევრები მოსახლეობას პირბადეებს და ვირუსისაგან დამცავ სხვა საშუალებებს ურიგებდნენ, მაგრამ იმის გამო რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა და პოლიციაც არ დაეხმარათ დისტანციის რეგულირებაში, მათ ვერ შეძლეს დამცავი პაკეტების დარიგება.

მელიას თქმით, როგორც კი შეძლეს გაეანალიზებინათ ხალხმრავლობის გამო არსებული რისკები, მაშინვე შეწყდა პროცესი და მაქსიმალურად შეეცადნენ საფრთხე არ შეექმნათ მოქალაქეებისთვის.
"ზუგდიდთან დაკავშირებით...ხანდახან ხდება, აკეთებ ერთს და გამოგდის მეორე და საბოდიშოდ გიხდება საქმე. სწორედ ეს მოხდა ზუგდიდში. გვინდოდა დამცავი პაკეტები (სადეზინფექციო ხსნარი, ხელთათმანები და პირბადეები) მიგვეწოდებინა ჩენი მოქალაქეებისათვის, როგორც მივაწოდეთ სხვა რეგიონებში - რიგის, დისტანციის დაცვით. ზუგდიდში კი, იმდენი ხალხი მოვიდა, სამწუხაროდ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. აღმოჩნდა იმიტომაც რომ სხვა რეგიონებისგან განსხვავებით, ზუგდიდში პოლიცია არ გვეხმარებოდა დისტანციის რეგულირებაში. როგორც კი საფრთხე გაანალიზდადარიგება შეწყდა, მაგრამ ეს მაინც არ გვამართლებს. გათვლილი უნდა გვქონოდა ყველა დეტალი და პროცესის განვითარების ყველა შესაძლო ვარიანტი. ორგანიზატორები ნამდვილად არ ელოდნენ ამხელა ნაკადს. ზუგდუდის ინციდენტმა აჩვენა ერთის მხრივ ორგანიზატორების მოუმზადებლობა და მეორეს მხრივ ის, თუ როგორ ჰყავს ხელისუფლებას დატოვებული მოქალაქეები პირბადეებისა და სადეზინფექციო საშუალებების გარეშე, სახლში გამოხდილი არყით დეზინფექციისა და კაშნეებით დაცვის ამარა" - წერს ნიკა მელია.


წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა