თეგებით ძიება
31. 03. 2020 News-ები

კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს - 5-დან 5-ვე შემთხვევა პოზიტიურად დასრულდა

ქართველი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი აცხადებს, რომ ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს და 5-დან 5-ვე შემთხვევა პოზიტიურად დასრულდა.

მისივე თქმით, ეს მეთოდი ებოლას, მერსის და ესპანური გრიპის დროსაც წარმატებული იყო.

„ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ უკვე გამოჯანმრთელებული პაციენტების სისხლის პლაზმა გამოიყენეს და 5-დან 5-ვე შემთხვევა პოზიტიურად დასრულდა. ეს მეთოდი ებოლას, მერსის და ესპანური გრიპის დროსაც გამოიყენეს ზუსტად ერთი საუკუნის წინ და შედარებით დადებითი ეფექტი იყო, მაგრამ 100%-იანი არაფერი არ არის, სანამ წამალი და აცრა არ არსებობს“, – ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი პრაიმტაიმთან.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა