თეგებით ძიება
31. 03. 2020 News-ები

ბრიტანეთის საავადმყოფოებში კორონავირუსით დაავადებულთა რეანიმაციებში მოთავსება შეზღუდულია- პრიორიტეტი გადარჩენის მეტი შანსის მქონე პაციენტებს ენიჭებათ.

კორონავირუსის ფონზე უმძიმესი სიტუაციაა დიდ ბრიტანეთშიც, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველწუთიერად იზრდება. ოფიციალური ლონდონის განცხადებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რათა უახლოეს დღეებში საზღვარგარეთ მყოფი ბრიტანელი მოქალაქეების დაუყოვნებლივი ევაკუაცია მოხდეს ქვეყანაში.

მედიის ინფორმაციით, ვირუსით დაავადებულთა მასშტაბური რაოდენობის გამო, ადგილობრივი ექიმები განსაკუთრებულ ზომებს მიმართავენ, რომლის ფონზეც ხდება ე.წ პაციენტების გადარჩევა- გამკაცრებულია რეანიმაციაში მოხვედრის კრიტერიუმები, სადაც მედპერსონალის და შესაბამისი აღჭურვილობის დეფიციტის გამო მოათავსებენ მხოლოდ იმ პაციენტებს, რომელთა გადარჩენის უფრო მაღალი შანსი არსებობს.

ბრიტანეთის ხელისუფლება უკვე მსჯელობს იმ საკითხზე, რომ ქვეყანაში 3-იდან 6 თვემდე მოქმედებდეს უმკაცრესი საკარანტინო პირობები, რომლის ფარგლებშიც გაერთიანებული სამეფო სრულად მოახდენს იზოლირებას.

უკანასკნელი ინფორმაციით, ბრიტანეთში კოვიდ 19-ით დაინფიცირების 22 141 შემთხვევაა, რომელთაგან 1408 ფატალური აღმოჩნდა. 163 პაციენტი ამ დრომდე კრიტიკულ ვითარებაშია და მათი უმრავლესი მათგანი ხელოვნური სუნთქვის აპარატზეა მიერთებული.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა