თეგებით ძიება
01. 04. 2020 News-ები

ვახტანგ გომელაური: სააღდგომოდ საპატრიარქოსთან კოორდინაციით შევჯერდებით როგორ ჩატარდება ყველაფერი

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ამბობს, რომ მოახლოებულ რელიგიურ დღესასწაულებთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კოორდინაციაში არიან, როგორც შსს, ისე მთლიანად მთავრობა.
"გავიარეთ სხვადასხვა მიმართულებით, ახლა აღდგომა მოდის. ჯერ 2 კვირაა იქამდე. ამაზე შევჯერდებით, თუ როგორ ჩატარდება ყველაფერი. ველოდებით, 2 კვირაში რა იქნება, არავინ არ იცის, ჩვენ კი არა, მსოფლიოში რა იქნება, ეგ არ ვიცით, წინასწარ ვერ დავგეგმავდით ნამდვილად", - თქვა ვახტანგ გომელაურმა.

წყარო:newposts.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა